მთავარი ციტატა

“დიდხანს დაგვჭირდება გარკვეული რეკომენდაციების დაცვა და რიგ შემთხვევებში, მკაცრი შეზღუდვების გამეორება”

“ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხროვრება კორონავირუსთან ერთად და ეს საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება. დიდხანს დაგვჭირდება გარკვეული რეკომენდაციების დაცვა და რიგ შემთხვევებში, მკაცრი შეზღუდვების გამეორება.ამ ეპიდემიებს აქვთ ტალღისებური მიმდინარეობა, ზაფხულისკენ შესაძლოა სიტუაცია სიმშვიდისკენ წავიდეს, თუმცა მსოფლიო მეცნიერთა უმეტესობა ემხრობა, რომ იქნება ვირუსის გავრცელების მეორე და მესამე ტალღა. ამიტომ, ეს მოკლევადიანი შეზღდუვები მაგალითად, ამა თუ იმ არეალის ჩაკეტვა, კარანტინების გამოცხადება, სწავლის დროებით შეჩერება, ზოგიერთ ქვეყანასთან საზღვრის ან ფრენების ჩაკეტვა – ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდება და ყველა ქვეყანა ამას ახორციელებს.”

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინატო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 723-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 495-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....