პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს მიმართა, რომ მედიასთან მკაცრად ახსნას, რა ვითარებაა რეგიონში, რა იყო საქართველოში წარმატების მიზეზი და რატომ სჭირდება მთავრობას გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა.
გახარია “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რაც პარლამენტში ხდებოდა, ეს იყო ცირკი.
“ბატონო ამირან, მინდა გთხოვოთ, რომ იყოთ უაღერსად მკაცრი დღეს მედიასთან, ისევე როგორც, ქალბატონო ეკა, პირველი – უნდა აუხსნათ, რა ხდება რეგიონში, მეორე – უნდა აუხსნათ, რა იყო წარმატების მიზეზი და მესამე – უნდა აუხსნათ, რომ ეს ინსტრუმენტები თუ არ დაგვრჩა ხელში, რთული იქნება, მეოთხე – პოლიტიკოსები ავუხსნით, რომ ყველაფერ ამას მესამე ფრონტი დაემატა და ის, რაც იქ ხდებოდა, იყო ცირკი,”- განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის მანქანებში სამ კაცზე მეტის ყოფნაზე შეზღუდვა იხსნება და ეს აკრძალვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება. ამასთან, 23 მაისიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება.