ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა ადამიანების ჯანმრთელობისთვის”- გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვების დაწესება არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების საფუძველზე ხდება და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინატო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც გახარია ამბობს, შეუძლებელია, ჯანმრთელობა და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას და ეს მტავრობის პრიორიტეტია.

“ჩვენ აგერ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური ფრონტი, რაღაცა პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ერთმნიშვნელოვნად მინდა, ყველამ იცოდეს, რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ვერავინ ვერ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა, რათა მთავრობამ და ხელისუფლებამ იზრუნოს პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე”,- განაცხადა გიორგი გახარია.

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის შესწორებული ვერსია წარადგინეს, რომლიტაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება შეეძლება. დეპუტატებმა კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭრა.

იტვირთბა....