ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავტომობილებში სამკაციანი შეზღუდვა მოიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ავტომობილებით სამ ადამიანზე მეტის გადაყვანაზე დაწესებული შეზღუდვა უქმდება.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინატო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

თუმცა, პრემიერის თქმით, აღნიშნული შეზღუდვა ტაქსების შემთხვევაში ძალაში რჩება.

„ჩვენ დღეს ვაცხადებთ, რომ ქვეყანა მზად არის, გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს პარალელურად იმას, რომ გაუქმდება კომენდანტის საათი და ამას მოყვება გარკვეული შემსუბუქებები. ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კარგად ცნობილი შეზღუდვა, ერთ ავტომობილში სამი ადამიანის რაოდენობით, გავრცელდება მხოლოდ ტაქსებზე, სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში კი, გაუქმდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, 23 მაისიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათიც უქმდება.

იტვირთბა....