“ყველას უნდა ესმოდეს ამის პოლიტიკური და სამართლებრივი ფასი. არ გესმით? ცოტა უფრო მეტად დაიძაბეთ და გაამოძრავეთ თქვენი ნაცრისფერი უჯრედები გონებაში. თუ გესმით და აკეთებთ, თქვენ ძალიან ცუდ რაღაცას უკეთებთ საქართველოს მოსახლოებას და ჩვენი ქვეყნის მომავალს. ამისი ართქმა, თვალში ერთმანეთისთვის არშეხედვა და სიმართლის ბოლომდე ართქმა არასწორია. კარგად გესმოდეთ, რას აკეთებთ. ამას არც „ნაციონალურ მოძრაობას“ უკეთებთ და არც რომელიმე ოპოზიციურ ჯგუფს, ამას უკეთებთ საქართველოს, საქართველოს მოსახლეობას. ამის უფლება არავის გაქვთ.”
გედევან ფოფხაძე – ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი
ამის შესახებ ფოფხაძემ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავენ.
ცვლილებეის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. კანონპროექტს ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატები მხარს არ უჭერენ და აცხადებენ, რომ მისი მიღება არადემოტრატიული და არაკონსტიტუციურია.