“ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ვერ ვხვდებით ამ კანონის პოლიტიკურ და სამართლებრივ მნიშვნელობას. ან გგონიათ, რომ ჩვენ ვერ ვხვდებით. თუ თქვენ ვერ ხვდებით, ეს კიდევ ცალკე უბედურებაა. ეს კანონი ქვეყანაში ცვლის სახელმწიფო მმართველობის ფორმას და საპარლამენტო რესპუბლიკის მაგივრად, ჩვენ ვიღებთ აბსოლუტიზმს. ეს არის ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად ცალსახა გადაწყვეტილება. არავის გაქვთ უფლება, რომ ახლა ავტორიტარული რეჟიმი გააფორმოთ ამ კანონის მეშვეობით. ამიტომ იმ მწვანეზე მიჭერის დროს კარგად მიხვდით, რა პასუხისმგებლობას იღებთ. არანაირი ავადმყოფობა და ეპიდემია არ შეიძლება, ამოიფაროთ და ასეთი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღოთ.”
გედევან ფოფხაძე – ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი
ამის შესახებ ფოფხაძემ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავენ.
ცვლილებეის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. კანონპროექტს ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატები მხარს არ უჭერენ და აცხადებენ, რომ მისი მიღება არადემოტრატიული და არაკონსტიტუციურია.