“ვინც ამ გადაწყვეტილებას ხმას აძლევს, მას კარგად უნდა ესმოდეს ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური ფასი. ვინც მწვანეს მიაჭერთ ხელს და გამოგვიცხადებთ, რომ სამართლებრივ დიქტატურაში ვაპირებთ, რომ გაცხოვროთ და ამ შემთხვევაში ამოიფარებთ კორონავირუსს, ყველას გეუბნებით პირდაპირ, კორონავირუსთან ბრძოლაში თქვენს გვერდში ვარ, მაგრამ თუ თქვენ აპირებთ კორონავირუსთან მეგობრობას, ღმერთმა მაგაზე უკეთესი მეგობარი არ გიშოვოთ“
გედევან ფოფხაძე – ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი
ამის შესახებ ფოფხაძემ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავენ.
ცვლილებეის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. კანონპროექტს ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატები მხარს არ უჭერენ და აცხადებენ, რომ მისი მიღება არადემოტრატიული და არაკონსტიტუციურია.