“ჩვენ მართლა ვამბობდით, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის ნაკლებად იყო რეკომენდებული პირბადის ტარება და ხაზს ვუსვამდით ხოლმე, რომ უნდა ატაროს ავადმყოფმა ადამიანმა. მაგრამ როდესაც ჩატარდა სათანადო კვლევები შეერთებულ შტატებში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთში, აღმოჩნდა, რომ თუ ავადმყოფს, რომელსაც შეუმჩნეველი სიმპტომები აქვს და საზოგადოებაში გამოდის და უკეთია ნიღაბი, ეს 70%-ზე მეტ გარანტიას იძლევა, რომ ის ვერ გაავრცელებს ამ ინფექციას. მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ჯანმრთელსაც უკეთია ამავე დროს, მაშინ დაცვა თითქმის 95%-მდე ადის. კი ბატონო, ვამბობდი მე, რომ ჯანმრთელებს არ გინდათ ნიღაბი, სხვათა შორის, სამედიცინო ნიღაბზე ახლაც არ ვამბობ, რომ საჭიროა, საყოფაცხოვრებო სრულიად საკმარისია.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ
პაატა იმნაძე, ასევე, ხაზს უსვამს ნიღბის სწორად ტარების აუცილებლობას. ამბობს, რომ პირბადის ტარება აუცილებელია დახურულ სივრცეში და არა ქუჩაში.