ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინაში ერთიან საინვესტიციო ოფისს ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს

უკრაინაში შეიქმნება ერთიანი საინვესტიციო ოფისი, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ავრცელებს.

„შემიძლია გაუწყოთ საინვესტიციო ოფისზე, რომელსაც სექტემბერში გავხსნით. ჩვენ იქ ბატონ ლევან ვარშალომიძეს დავნიშნავთ, რომელიც ბათუმს აშენებდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განკარგულებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

იტვირთბა....