“კორონავიურსთან დაკავშირებით, გამოვითოხვე ინფომაცია საზოგადოებაში არებული განწყობის შესახებ და საოცრებები გავიგე. მაგალითად ზოგს ჰგონია, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრები ურიგებენ ფულს მოქალაქეებს, რათა ისინი გახდნენ კორონავირუსის პაციენტები. ამას იმით ხსნიან, რომ თითქოსდა ამგვარი ხერხით საერთაშორისო დახმარებია მიღება იოლია. ასევე მოქალაქეების ნაწილს ჰგონია, რომ სხვა მიზეზებით გარდაცვლილი პაციენტები კორონავირუსით დაღუპულებად ცხადდებიან. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ეს ტყუილია და ჩვენ არასდროს გაგვივრცელებია სიცრუე. კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია იმაზე სერიოზულია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.”
ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთის პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
ამ დროისთვის, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5 600 შეადგენს, ხოლო მათგან 70 პირი გარდაიცვალა.