ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კომპანიებმა წარმოგვიდგინონ დასაქმებულის შესახებ ინფორმაცია, მგონი, რომ თავად დასაქმებულებმაც უნდა იაქტიურონ”- მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი იურიდიულ პირებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დროულად წარადგინონ მათი დასაქმებულების შესახებ ინფორმაცია, რომ შემოსავალი პირველ ივნისამდე შეუწყდათ.

როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, გუშინდელი მონაცემებით მხოლოდ 20 000-მა დამსაქმებელმა 78 000 ადამიანზე წარადგინა შესაბამისი ინფორმაცია. უწყება გაცილებით მეტს ელოდა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, ვის ეხება სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული 1200 ლარიანი კომპენსაცია და რომელ თანამშრომლებზე უნდა წარადგინოს კომპანიამ ინფორმაცია, რათა მათ დახმარების პაკეტით ისარგებლონ.

„არის ერთი მიზეზი, რომ საგანგებო მდგომარეობამდე შეუწყდა ხელფასი და ჩანაწერის მიხედვით იფიქრა, რომ რადგან საგანგებოს პერიოდში არ არის, არ ერგება კომპენსაცია. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ პირველ ივნისამდე თუ შეუწყდა ხელფასი, ჰქონდა და შეუწყდა, წარმოგვიდგინოს დასაქმებულის შესახებ ინფორმაცია. ასევე ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, დაუდევრობა ან უპასუხისმგებლობაა, გაუშვა და არც იკითხა, შესაძლოა, საბანკო ანგარიში არ იცის, დაურეკოს, მოიკითხოს და გამოგვიგზავნოს ინფორმაცია. მგონი, რომ თავად დასაქმებულებმაც უნდა იაქტიურონ და რამენაირად უნდა მოხდეს, რომ კომპანიებმა მოგვაწოდოს ინფორმაცია“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მიიღებს 1200-ლარიან კომპენსაციას, ვინც სამსახური არა საგანგებო მდგომარეობის დროს, არამედ 2020 წლის იანვრიდან პირველ ივნისამდე დაკარგა.

 

იტვირთბა....