მთავარი ციტატა

“შეიძლება, გვითხარით, რომ მღეროდით რესტორანში ყოველ საღამოს, მე დაგიჯერეთ, მაგრამ თუ რესტორანმა არ დაგვიდასტურა, ასე ვარიგოთ ფული?”

“თქვენ მობრძანდით და გვეუბნებით, რომ ამ საქმიანობას ეწეოდით, რაღაცით ხომ უნდა დავავდასტუროთ, გამოძიებას ხომ არ ჩავატარებთ, იყავით ძიძა, არ იყავით მართლა ძიძა? ეს ხომ საჯარო ფულია, გადამხდელის ფულია, რაღაც პასუხისმგებლობით ხომ უნდა მოვეკიდოთ ამის დახარჯვას. თქვენ მობრძანდით, მე დაგიჯერეთ, რომ ამას შვებოდით, შეიძლება, გვითხარით, რომ მღეროდით რესტორანში ყოველ საღამოს, მე დაგიჯერეთ, მაგრამ თუ რესტორანმა არ დაგვიდასტურა, რა უნდა გავაკეთოთ, ასე ვარიგოთ ფული? ამას თავისი შეზღუდვები აქვს.”

ივანე მაჭავარიანი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ამის შესახებ ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მაჭავარიანის განმარტებით, ვინც 2020 წლის იანვრიდან პირველ ივნისამდე დაკარგა სამსახური და ამის დამადასტურებელ ცნობას წარადგენს,  1200-ლარიანი კომპენსაცია ეკუთვნის.

იტვირთბა....