ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილი ისე ლაღად საქართველოზე განცხადებებს, ახლა ვეღარ გააკეთებს” – ვაშაძე

სააკაშვილი, ისეთი თავისუფლებით, ისეთი შემართებით და ისე ლაღად, როგორც საქართველოზე ადრე აკეთებდა განცხადებებს, ახლა ვეღარ გააკეთებს – ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„უზარმაზარი ფაქტორი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჩვენს პოლიტიკაში, ვის რა შენიშვნები და პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს მასთან, 2003 წლიდან 2012 წლამდე მიღწეულ შედეგებს საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას ვერავინ წაართმევს. ეს როლი საქართველოს პოლიტიკასთან მიმართებით შეზღუდული იქნება, იმიტომ, რომ უკრაინის სახელისუფლო პოზიციაზე მყოფ ადამიანს აქვს საერთაშორისო სამართლებრივი შეზღუდვები. ისეთი თავისუფლებით, ისეთი შემართებით და ისე ლაღად, როგორც საქართველოზე ადრე აკეთებდა განცხადებებს, ახლა ვეღარ გააკეთებს. იმიტომ, რომ მშვენივრად ესმის რა ვალდებულებები იკისრა. ეს უკვე კერძოდ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები კი არ იქნება, ეს იქნება უკრაინის ხელისუფლების განცხადებები. ამიტომ, ნაკლები დოზით ვიხილავთ ფორმალურ ნაწილში. არაფორმალურ ნაწილში კი ყოველდღე ველაპარაკები, დღეგამოშვებით ყოველ შემთხვევაში. მისი აზრი მაინტერესებს“, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

იტვირთბა....