ახალი ამბები მთავარი ციტატა

“სააკაშვილის ნეგატიური მითია ბოროტი გველეშაპი, რომელიც დაამარცხა “ოცნებამ”, მაგრამ ბოლომდე ვერ მოკლა” – ნოდია

“არის სააკაშვილი რეალობა და არის სააკაშვილი მითი. ის ძირითადად არის მითი. მითი ორმხრივი, ასე ვთქვათ ორმაგი. ერთი მხრივ ეს არის მითი მისი მომხრეების თვალში, როგორც ზებუნებრივი ძალების მატარებელი. მითს შეუძლია ბევრი ადამიანი შეკრას. “ნაციონალური მოძრაობა” როგორც პარტია ფაქტობრივად ამ მითის გარშემო არსებობს. მეორე მხრივ ის არის ნეგატიური მითი, ბოროტი გველეშაპი, რომელიც დაამარცხა “ქართულმა ოცნებამ” გმირულად 2012 წელს, მაგრამ ბოლომდე ვერ მოკლა და რომელიც საშინელ საფრთხეს უქმნის საქართველოს და რომელიც თავისი არსებობით ამართლებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნას.”

გია ნოდია – პოლიტოლოგი

აღნიშნული განცხადება ნოდიამ, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

იტვირთბა....