“ერთი თვის წინ ადამიანი მომიგზავნეს, თუ გაერთიანებულ ოპოზიციას არ ჩამოშორდები, თუ სახლში არ წახვალ, ჩვენ გამოძიებას შევწყვეტთო.”
აღნიშნული განცხადება მაჩალიკაშვილმა, “პალიტრანიუსის” ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, მას ხელისუფლება ფარულად ადევნებს თვალს და იანვარში პარლამენტის წინ კარვის გაშლაში ხელიც შეუშალეს. მასთან პირად საუბარში კი თავად მმართველი გუნდის მაღალჩინოსნები აღიარებდნენ, რომ მისი შვილის საქმის გახსნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჩამოშლიდა და ამიტომ არ იძიებდნენ.