ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბატონო ვახა, ჩვენ რომ ვაღიაროთ ეს საქმე, ხელისუფლება თავზე დაგვემხობაო..” – მაჩალიკაშვილი “ოცნების” მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე

პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მას ივანიშვილის დავალებით თვალყურს ადევნებენ და მათი მიზანია, პარლამენტის წინ აქციების განახლების საშუალება არ მისცენ. აღნიშნული განცხადება მაჩალიკაშვილმა, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, თემირლანის საქმე “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაანგრევს. როგორც მაჩალიკაშილი აღნიშნავს, ეს იმ ადამიანების სიტყვებია, რომლებიც დღეს მაღალ თანამდებობაზე არიან.

„თემირლანის საქმე ისეთია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაანგრევს. თავად იმ ადამიანების სიტყვებია, რომლებიც დღეს მაღალ თანამდებობაზე არიან – ბატონო ვახა, ჩვენ რომ ვაღიაროთ ეს საქმე, ხელისუფლება თავზე დაგვემხობაო. ჩემი სიტყვები არ არის.

„ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე ადამიანს ჰქონია ამაზე ჩემთან საუბარი, მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი… სამარეში ჩავიტან მათ სახელსა და გვარებს, მე არ ვიტყვი, რომ მათ პრობლემა არ შევუქმნა. კაციშვილს არ მინდა, რომ პრობლემა შეექმნას. მე მინდა ვიცოდე ვინ მომიკლა ერთადერთი, უდანაშაულო მძინარე ბავშვი. მე მინდა ვიცოდე, ვინ გამანადგურა და ამას გავიგებ“, – აცხადებს მაჩალიკაშვილი.

მისივე განცხადებით, საქმის გამოძიებისთვის პირველ ეტაპზე ის პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს და წუხს, რომ ეს საკითხი 8 მარტის შეთანხმებაში არ შევიდა.

„პირველ რიგში, ჩემი სურვილი და მიზანია, რომ პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. ამიტომაც ვწერდი, რომ 8 მარტის შეთანხმებაში ეს საქმეც უნდა შესულიყო. იმიტომ, რომ პირველივე დღიდან მოვდივარ მე ამ ბრძოლაში, სამი ზამთარი ქუჩაში გავატარე, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია და ვისურვებდი, რომ შესულიყო შეთანხმებაში“, – თქვა მაჩალიკაშვილმა.

იტვირთბა....