“როგორც პოლიტიკური ძალა, ივანიშვილი არ არის დასავლეთის პარტნიორი. ეს ძალიან ხაზგასმით გამოჩნდა.რაც მთავარია, საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახა რა ენა ესმის და რა ენით უნდა ელაპარაკონ. ასე ველური ფორმით, ასე უტიფარი ფორმით და ასე კატასტროფული შეცდომით დიპლომატებთან არასდროს საქართველოს ისტორიაში არავის ულაპარაკია. ამიტომ მივიღეთ პირდაპირი მოთხოვნები. ვიღაცებს ჰქონიათ, რომ ეს შეურაცხმყოფელია, ჩვენ ახლა დამოუკიდებელი ქვეყანა ვართო. ივანიშვილის ესმის სანქციების ენა, კისერზე ფეხის დაჭერის ენა და ესმის პირდაპირი მითითებები. ამას არ გააკეთებ და ყოფა გეტირება. ეს ენა ესმის და ეს ძალიან ცუდია, ეს მათ პოლიტიკურ უმწიფარობაზე მეტყველებს.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
ამის სესახებ გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისთვის, 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. ევროპარლამენტარები “ქართულ ოცნებას” ღიად მოუწოდებდნენ პოლიტპატიმრების გათავისუფ;ლებას.
შედეგად, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. თუმცა სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.