მთავარი ციტატა

“მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, კარგად წაიკითხონ, რას უნდა მისცენ ხმა და გაიაზრონ, რამდენად საფრთხისშემცველია ამ კანონის არსებობა”

“ამას რომ პარლამენტის წევრები თავად აკეთებენ, რომ საკუთარ პარლამენტს ასე ასუსტებენ და აძლევენ მთავრობას უფლებას, რომ არასაგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც მთავრობა ჩათვლის საჭიროდ, მაშინ გამოიყენოს კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა და ამის დაკანონება უნდათ ორ დღეში, გაუაზრებლად, ისე, რომ არცერთი იურისტი არ მონაწილეობს ამ კანონპროექტის ინიცირების პროცესში, ეს არის ნაბიჯი ავტორიტარული მმართველობიკენ და არა – დემოკრატიული სახელმწიფოსკენ. ამიტომ, მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, კარგად წაიკითხონ, რას უნდა მისცენ ხმა. გაიაზრონ, რამდენად საფრთხისშემცველია ასეთი კანონის არსებობა ქვეყანაში.“

ეკა ბესელია – პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი

აღნიშნულით ბესელია ჟურნალისტებთან გამოეხმაურა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

ამასთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ფაქტობრივად, ესაა მთავრობის ხელში სერიოზული იარაღი, რომელიც შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული.

იტვირთბა....