aviabiletebi
მთავარი ციტატა

“პრეზიდენტმა ქვეყნის ინტერესები საკუთარ შეხედულებებზე წინ დააყენა და ეს სწორედ ის არის, რაც ლიდერმა უნდა გააკეთოს”- კელი დეგნანი

“ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა მიიღო ძალიან გაბედული და მძიმე გადაწყვეტილება, რომ საქართველოში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზება მომხდარიყო. მისი განცხადებიდან ნათელი იყო, რომ ეს მისთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა მან ქვეყნის ინტერესები საკუთარ პერსონალურ შეხედულებებზე წინ დააყენა და ეს სწორედ ის არის, რაც ლიდერმა უნდა გააკეთოს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

კელი დეგნან – საქართელოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი

აღნიშნულით კელი დეგნანი პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს გამოეხმაურა. 

შეგახსენებთ, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობიდან გიორგი რურუას გატავისუფლებასაც ითხოვენ და იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი “მთავარი არხის” ერთ-ერთ დამფუძნებელსაც შეიწყალებს. თუმცა სასამართლომ რურუა პატიმრობაში დატოვა.

 

იტვირთბა....