“ის “ავადმყოფი ქალია“, მას აქვს ბევრი პრობლემა, ბევრი ფსიქიკური პრობლემა აქვს.”
დონალდ ტრამპი – აშშ-ის პრეზიდენტი
ამის შესახებ ინფორმაციას Nypost -ი ავრცელებს.
დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის ვირუსის პრევენციის მიზნით ყოველდღე პრეპარატ “ჰიდროქსიქლოროქინს” სვამს და თავს კარგად გრძნობს.
ტრამპის ამ განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი და თქვა, რომ პრეზიდენტი ამ პრეპარატის მიღებით ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
შეგახსენებთ, აშშ-ის მედიკამენტებისა და სურსათის ადმინისტრაციამ მალარიის სამკურნალო პრეპარატის “ჰიდროქსიქლოროქინის” დაკავშირებით გაფრთხილება გამოსცა და განაცხადა, რომ მისმა გამოყენებამ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებში, შესაძლოა, გულის პრობლემები გამოიწვიოს.