ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ მთავრობას არ ექნება იმიჯი, რომ ის მიცემულ სიტყვას ასრულებს, არათუ დამოუკიდებლობის შენარჩუნება გაგვიჭირდება, არამედ არსებობა ამ სამყაროსა და რეალობაში”- ვახტანგ ძაბირაძე

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, როცა ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეთანხმებას აფორმებს, მისი ვალია ამ შეთანხმების პირობებიც შეასრულოს.

ამის შესახებ ვახტანგ ძაბირაძემ “მეტრონომთან” ინტერვიუში 8 მარტის შეთანხმებასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გათავისუგლებაზე საუბროსას განაცხადა.

პოლიტოლოგის თქმით, თუ ქვეყანამ დაკარგა იმიჯი იმის გამო, რომ მისი მთავრობა დადებულ პირობას არ ასრულებს, მას არათუ დამოუკიდებლობის შენარჩუნება გაუჭირდება, არამედ სამყაროში არსებობაც.

“როდესაც შეთანხმებას დადებ და ორი ძალა მიდის კომპრომისზე, მითუმეტეს თუ შეთანხმებაში ჩართულია ჩვენი მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები, ლაპარაკი იმაზე, რამდენად სწორი იყო შეწყალების აქტი, უადგილოც კია. მგონია, რომ მოლაპარაკების ხელშეკრულების აღსრულება უკვე სახელმწიფოს ვალია.

ზოგადად, თუ მთავრობას არ ექნება იმიჯი, რომ ის მიცემულ სიტყვას ასრულებს, არათუ დამოუკიდებლობის შენარჩუნება გაგვიჭირდება, არამედ არსებობა ამ სამყაროსა და რეალობაში. ამიტომ, მგონია, რომ ეს შეთანხმება აქამდეც არ უნდა გაწელილიყო. და კარგია რომ შესრულდა,”- აღნიშნავს ძაბირაძე.

ამასთან, როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი იმ წონის პოლიტიკოსები არ არიან, რომ მათმა გათავისუფლებამ პოლიტიკური რეალობა შეცვალოს.

“რაც შეეხება იმას, რომ ამ ორო ადამიანის გამოსვლა და თავისუფლება პოლიტიკურ სპექტს კარდინალურად შეცვლის, აქ გადაჭარბებული შეფასებაა მათ პოლიტიკურ კაპიტალზე. მათ გათავისუფლებას რაიმე დრამატული ცვლილებები არ მოჰყვებოდა და ამიტომ მათი ფიგურების გამო ამ ხელისუფლების მხრიდან ამ საქმის გაჭიანურება არ ღირდა,”- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობიდან გიორგი რურუას გატავისუფლებასაც ითხოვენ და იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი “მთავარი არხის” ერთ-ერთ დამფუძნებელსაც შეიწყალებს. თუმცა სასამართლომ რურუა პატიმრობაში დატოვა.

 

იტვირთბა....