პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ხელისუფლება კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებული აღმოჩნდა და ამას არსებული ფაქტები და სტატისტიკაც ადასტურებს.
ამის შესახებ ვახტანგ ძაბირაძემ “მეტრონომთან” ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ძაბირაძე აღნიშნავს, ოპოზიციის მცდელობა, რომ მთავრობას ამ კუთხით გამოედავოს და გააკრიტიკოს, მათთვისვე არის საზიანო.
“ვთვლი, რომ ამ ვითარებაში ხელისუფლება ძალიან წარმატებული იყო და ამას ჰაერზე არ ვლაპარაკობ. სტატისტიკურ მონაცემებს სამეზობლოსა და მსოფლიოს მონაცემებს თუ შევადარებთ, ვნახავ, რომ ხელისუფლებას საკმაოდ მშთამბეჭდავი მიღწევები აქვს. და აქ ხელისუფლებას რამეზე გამოედავო და თქვა, რაღაც ისე ვერ იმუშავაო, არ შეიძლება. ეს მცდელობა იქნება უფრო გამოდავებისთვის და არა სერიოზულობისთვის. და ოპოზიციისთვის ამ საკითხში გამოდავება მათთვის უფრო საზიანოა ვიდრე ხელისუფლებისთვის.
ახლა მაინც შეიძლება ფაქტებით და ციფრებით ილაპარაკო და არა დავუშვათ, იმ კონტექსტში, ჩვენ უკეთესები რამდენად ვიყავით და რამდენად არა,”- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ცნობისთვის, კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველო პირველივე ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები გაატარა, შედეგად კი ვირუსის გავრცელება კონტროლირებადი გახდა. ხელისუფლების მიღწევებზე მსოფლიო ლიდერებიც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა ეპიდემიას საკმაოდ კარგად მართავს.