რუსეთი კორონავირუსის ინფიცირების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
ქვეყანამ ინფიცირების რაოდენობით გადაუსწრო გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას და უკვე ესპანეთსაც. ინფიცირების მაღალი მაჩვენებლით რუსეთი მხოლოდ აშშ ჩამორჩება.
რუსეთში ვირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა 300 ათასს მიაღწია.
ამ დროისთვის ქვეყანაში 299 941 ადამიანია დაინფიცირებული, მათგან 2 837 გარდაიცვალა, ხოლო 76 130 გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება მსოფლიოში, კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 5 მილიონს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 4 მილიონ 989 ათას 095 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 324 ათას 966 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 1 მილიონ 956 ათას 260 – გამოჯანმრთელდა.