მთავარი ციტატა

“დემაგოგიურად შეგიძლიათ გააგრძელოთ, რომ ამ კაცთან ვინც იყო შეხებაში, იმ დღეს იყო მეორე პანაშვიდზე და ადგებით და საარჩევნო პერიოდში ჩაკეტავთ ქალაქს”

 “თქვენ ხომ შეგიძლით ამ კანონით ნებისმიერ ქალაქს გაუკეთოთ იზოლირება? მაგალითად, ავიღოთ ზუგდიდი. ზუგდიდში აღმოჩნდა ერთი შემთხვევა, მერე იყო საუბარი რომ იყო პანაშვიდზე. მერე თქვენ დემაგოგიურად შეგიძლიათ გააგრძელოთ, რომ ამ კაცთან ვინც იყო შეხებაში, იმ დღეს იყო მეორე პანაშვიდზე და ადგებით და საარჩევნო პერიოდში ჩაკეტავთ ქალაქს და ყოველგვარ თავისუფლებას აუკრძალავთ პოლიტიკურ ოპოზიციას. თქვენგან ყველაფერია მოსალოდნელი.”

რომან გოცირიძე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე

ცნობისთვის, “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

იტვირთბა....