მთავარი ციტატა

“მმართველ გუნდს აქვს აბსოლუტურად გააზრებული პოზიცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ჩატარდეს”

“მმართველ გუნდს აქვს აბსოლუტურად გააზრებული პოზიცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ჩატარდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები შედგება. რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს პოზიციას, ვთვლი, რომ ის საარჩევნო სისტემა , რომელზეც შეთანხმება მოხდება დღევანდელ ეტაპზე ქვეყნის განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი და პრინციპულია. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომელიც არაერთხელ დამიფიქსირებია, ისევე, როგორც მითქვამს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და პოლიტიკური სივრცის შემდგომი რეფორმირებისა და დემოკრატიზაციისთვის აუცილებელი მომენტი. ახლა რაც შეეხება სხვა ყველაფერს, არის უბრალოდ პოლიტიკური სპეკულირება.”

გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე უარს ამბობს, თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების პირობებს სრულად არ შეასრულებს. 

15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობიდან გიორგი რურუას გატავისუფლებასაც ითხოვენ. თუმცა, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ ​”მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.

იტვირთბა....