მთავარი ციტატა

“ბატონები, რომლებმაც ჩაიდინეს კონკრეტული კრიმინალური დანაშაული, დაუმსხურებლად გამოვიდნენ”

 “სამწუხარო ამ ყველაფერში არის ის, რომ ბატონები, რომლებმაც ჩაიდინეს კონკრეტული კრიმინალური დანაშაული და არაფრით განსხვავდებიან რიგითი მოქალაქეებისგან, აბსოლუტურად დაუმსხურებლად გამოვიდნენ და იმის მაგივრად, რომ ქვეყანას გვერდით დაუდგნენ, ამასაც პოლიტიკური სპეკულირებისთვის გამოიყენებენ, იმისთვის, რომ პარლამენტში თბილი ადგილებისთვის იბრძოლონ და არ დაინდობენ ქვეყნის ინტერესებს, ათასნაირ სულელურ შეფასებას მისცემენ ამ ყველაფერს. საბოლოო ჯამში კი, ამას გამოიყენებენ პოლიტიკური, ვიწრო, პირადი ინტერესებისთვის.”

გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი 

შეგახსენებთ, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობიდან გიორგი რურუას გატავისუფლებასაც ითხოვენ და იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი “მთავარი არხის” ერთ-ერთ დამფუძნებელსაც შეიწყალებს. თუმცა სასამართლომ რურუა პატიმრობაში დატოვა.

იტვირთბა....