ფრანგული და საერთაშორისო მედიის ცნობით, საფრანგეთში სკოლების მესამედის გახსნიდან 1 კვირის შემდეგ, სასწავლო დაწესებულებათა ნაწილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამო ისევ დაიხურა.
მედიის ინფორმაციით, საუბარია 70 შემთხვევაზე, რომელიც სკოლებთანაა დაკავშირებული.
ვირუსის საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ადამიანები,”სავარაუდოდ”, სკოლების გახსნამდე დაინფიცირდნენ.
გასულ კვირას საფრანგეთში 40 000 დაწყებითი და საშუალო სკოლა გაიხსნა. მინისტრის განცხადებით, სკოლებში მოსწავლეთა 30% დაბრუნდა. ამავე დროს, მთავრობამ მშობლებს შვილების სახლში დატოვების ნებართვაც მისცა.