ახალი ამბები მთავარი ციტატა

“შემოდგომის ბოლოდან მეორე ძლიერ ტალღას ველით, ზამთარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება” – იმნაძე

“ხალხს ჰგონია, რომ კორონა დამთავრდა, მაგრამ ის არსად წასულა, კვლავ ჩვენთან არის, ერთი წელი მაინც. შემოდგომის ბოლოდან მეორე ძლიერ ტალღას ველით, ამის ალბათობა დიდია, ზამთარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება. ვიცხოვროთ კორონასთან ერთად. სოციალური დისტანცირება, დიდი თავყრილობებისთვის თავის არიდება, ხელების ჰიგიენა და ნიღაბი – აი, ასეთია კორონასთან ერთად ცხოვრების წესი. თუ წესებს დავიცავთ, ზაფხულში ვირუსი ნაკლებად აქტიური იქნება.”

პაატა იმნაძე – დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე

აღნიშნული განცხადება იმნაძემ, “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, ინფექციონისტები კორონავირუსის მეორე ტალღას ნოემბრის ბოლოდან ელოდებიან. მანვე აღნიშნა, რომ არა მარტო მესამე, არამედ, შესაძლოა, მეოთხე ტალღაც იყოს, თუმცა იმნაძე იმედოვნებს, რომ მანამდე ან ვაქცინა შეიქმნება, ან – ეფექტიანი ანტივირუსული პრეპარატი.

იტვირთბა....