„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ისმაჟორიტარად ჯენჭს თბილისში იყრის.
ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ “ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ორი კვირის ფარგლებში ყველა პარტია ჩამოყალიბდება, მონაწილეობს თუ არა მაჟორიტარების შეთანხმებაში. მე პირადად ვმონაწილეობ და ვაპირებ მაჟორიტარობას, სავარაუდოდ თბილისში“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულებაზე უარს ამბობდა, ოპოზიციურმა პარტიებმა შეხვედრები განაახლეს.ოპოზიცია ხელისუფლებას 8 მარტის ყველა პირობის შესრულებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.
დღეს “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მეორე შეხვედრა გაიმართა, სადაც 8 მარტის შეთანხმებაზე, მათ შორის, მაჟორიტარობის კანდიდატებზე იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.