მთავარი ციტატა

“შეიძლება ადამიანები ვიყოთ ინფიცირებულები, მაგრამ არ ვიყოთ დაავადებულები”- რატიანი

“სანამ ვაქცინა შეიქმნება ეს დაავადება სამყაროში მეტნაკლებად იქნება, ოღონდ შეზღუდულად .ადამიანებს მოგვიწევს ცხოვრების გაგრძელება ამ ვირუსთან ერთად, მაგრამ ერთი პრინციპით, რომ ვირუსი დაკარგავს იმ ვირულენტობას, რომელიც მას გააჩნია. დგება მომენტი, როდესაც ის თავის ბიოლოგიურ აგრესიულ ბუნებას შეარბილებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს. იმუნიტეტის გამომუშავების შემთხვევაში, შეიძლება ბანალურად განვითარდეს მოვლენები და შეიძლება კაცობრიობამ ვერც კი იგრძნოს, ისე გადალახოს ამ ვირუსით ინფიცირება. მინდა გითხრათ, რომ ინფექციური დაავადებები სხვა დაავადებებისგან განსხვავდება იმით, რომ შეიძლება ადამიანები ვიყოთ ინფიცირებულები, მაგრამ არ ვიყოთ დაავადებულები.”

ლევან რატიანი – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი

ამის შესახებ ლევან რატიანმა POSTV-ის ეთერში განაცხადა. 

იტვირთბა....