“ჯერჯერობით მაინც აუცილებელია სოციალური დისტანცირება, მაქსიმალურად თავის დაცვა, სახლში დარჩენა, როცა ამის საშუალება გვაქვს, მასობრივი შეკრებებისგან თავის არიდება მაინც ძალაში უნდა დარჩეს. შეზღუდვების მოხსნა რისკებს გაზრდის. რაც არ უნდა იყოს, ჯერ ქვეყანაში არიან კოვიდინფიცირებული პაციენტები, ესე იგი ინფექცია არის, მთლიანად ამოძირკვული არ არის, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც გვაძლევს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.”
ლევან გოფოძე – ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) დირექტორი
ამის შესახებ ლევან გოფოძემ ჟურნალისტებტან განაცხადა.
მთავრობის ახალი გეგმის მიხედვით, დღეიდან ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული რამდენიმე შეზღუდვა იხსნება.
ამასთან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს უქმდება.