ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან საქართველოში

მთავრობის ახალი გეგმის მიხედვით, დღეიდან ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული რამდენიმე შეზღუდვა იხსნება.

კერძოდ, დღეიდან როგორც დახურულ, ისე საჯარო სივრცეებში სამ ადამიანზე მეტის თავშეყრასთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება.  ავტროტრანსპორტით გადაადგილების დროს აღნიშნული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. ასევე, შეზღუდვა არ იხსნება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.

დღეიდან გაიხსნა სილამაზისა და ესტეთიკის სალონები. თუმცა, აღნიშნული დაწესებულებებისთვის რეკომენდაციები შემუშავდა, რომლებიც უნდა დაიცვან. დაცული უნდა იყოს ელექტრონული რიგი და სოციალური დისტანცია.

დღეიდან იხსნება მარნეულის მუნიციპალიტეტიც. შესაბამისად, ამ რეგიონის მოქალაქეებსაც შეეძლებათ მუნიციპალიტეტში შესვლა და გასვლა.

გარდა ამისა, დღეიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები აღდგება. იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით. ასევე, აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს უქმდება.

როგორც მთავრობის მეთაური, გიორგი გახარია აცხადებს, ყოველი გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციისა და არსებული ეპიდმგდომარეობის საფუძველზე ხდება.

 

იტვირთბა....