მთავარი ციტატა

“ესეც არ არის არმაგედონი და ამით არ მთავრდება ცხოვრება, გადავიდნენ ოპოზიციაში და იქნებ, პროფესიონალიზმი მაინც გაეზარდოთ”

“თუ სხვა სუბიექტებს ენდომებათ კოლიციაში „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია” შემოსვლა, მზად ვართ, განვიხილოთ, მაგრამ ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ყველა ერთ კოალიციაში იყოს. ჩვენი ამოცანაა, სინერგია გვქონდეს ქმედებების და უნდა ვიცოდეთ, რომ ქართველ ამომრჩეველსაც აქვს განსხვავებული გემოვნება. ერთი გემოს მომატებით მეორე გემო არ უნდა დავძალოთ ბოლომდე. ჩვენ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც კოალიციურ მმართველობას შექმნის ქვეყანაში, გაუშვებს „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში. მინდა, მათ  ვუთხრა – ესეც არ არის არმაგედონი და ამით არ მთავრდება ცხოვრება, გადავიდნენ ოპოზიციაში და იქნებ, პროფესიონალიზმი მაინც გაეზარდოთ, რომელიც ასე აკლიათ დღეს.”

გიორგი ვასაძე – „ახალი საქართველოს“ ლიდერი

ამის სესახებ გიორგი ვასაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულებაზე უარს ამბობდა, ოპოზიციურმა პარტიებმა შეხვედრები განაახლეს.ოპოზიცია ხელისუფლებას 8 მარტის ყველა პირობის შესრულებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

ხელისუფლებამ შეთანხმების პირობები ნაწილობრივ შეასრულა. კერძოდ, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა და გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოპოზიცია გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ითხოვს. თუმცა, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ ​”მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.

 

იტვირთბა....