ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

 ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა “ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მოლაპარაკებები განაახლეს

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბნენ. ცნობილია, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხება 8 მარტის შეთანხმებას და ხელისუფლების მიერ დოკუმენტის პირობების შესრულებას.

გარდა ამისა, შეხვედრაზე მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ.

შეხვედრას გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილიც ესწრებიან, რომლებმაც საპატიმრო რამდენიმე დღის წინ დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულებაზე უარს ამბობდა, ოპოზიციურმა პარტიებმა შეხვედრები განაახლეს.ოპოზიცია ხელისუფლებას 8 მარტის ყველა პირობის შესრულებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

ხელისუფლებამ შეთანხმების პირობები ნაწილობრივ შეასრულა. კერძოდ, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა და გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოპოზიცია გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ითხოვს. თუმცა, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ ​”მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.

 

იტვირთბა....