“ამ გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ზიანი და შეურაცხყოფა მიაყენა პირველ რიგში თავის თავს, მაგრამ ამაზე არავინ დარდობს. საგანგაშო ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი გაუაზრებელი და უპრინციპო ნაბიჯებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი. სუვერენიტეტი მხოლოდ საზღვრების ურღვეობას არ გულისხმობს. ეს არის ხალხის უფლება, საკუთარი რესურსები და ბედი თავად განკარგოს.”
ბექა ნაცვლიშვილი – დამოუკიდებელი დეპუტატი
აღნიშნულით ნაცვლიშვილი ჟურნალისტებთან გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენას გამოეხმაურა.
15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობიდან გიორგი რურუას გატავისუფლებასაც ითხოვენ და იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი “მთავარი არხის” ერთ-ერთ დამფუძნებელსაც შეიწყალებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.
თუმცა, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ ”მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.