ისრაელის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ახალი კოალიციური მთავრობა დაამტკიცა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტზე 18 თვის განმავლობაში დარჩება, ანუ მანამ, სანამ ხელისუფლება მის ამჟამინდელ კოალიციურ პარტნიორსა და ყოფილ ოპონენტს, ბენი განცს გადააბარებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარლამენტს ახალი მთავრობა დღეს წარუდგინა.
შეგახსენებთ, ისრაელში ახალი მთავრობის ფორმირებას წინ პოლიტიკური კრიზისი უძღოდა. ისრაელში ბოლო საპარლამენტი არჩევნები 2 მარტს გაიმართა. ეს ქვეყანაში ერთ წელიწადში მესამე ვადამდელი არჩევნები იყო, პროცესები კი კოალიციური მთავრობის ფორმირებით დასრულდა.