მთავარი ციტატა

“არ გამიგოთ ისე, თითქოს ოჯახის სიწმინდის დღესთან მქონდეს რამე საწინააღმდეგო..”

“ძალიან რთულია, ჩვენს ქვეყანაში იყო განსხვავებული. ფიზიკური განადგურების საფრთხემდე მიდის ეს ყველაფერი. არ გამიგოთ ისე, თითქოს ოჯახის სიწმინდის დღესთან მქონდეს რამე საწინააღმდეგო. პირიქით, სულაც არა. ყველაზე მეტად ამ სამყაროში მე პირადად მიყვარს ჩემი ოჯახი და ყველაზე მეტად ჩემი ოჯახის წევრებს ვუფრთხილდები, მთავარ ბედნიერებად მიმაჩნია. სამწუხაროდ, 17 მაისი საქართველოში სიძულვილამდე და აგრესიამდე დადის”

ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი

TV პირველი, ინგა გრიგოლიას “დღის ამბები”

17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელსაც მსოფლიოს 130 ქვეყანა 2004 წლიდან აღნიშნავს. გარდა ამისა, 17 მაისს არის ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღე, რომელიც საქართველოში უკვე მეხუთედ აღინიშნება.

იტვირთბა....