“მე მინდა, მოგილოცოთ ეს დალოცვილი დღე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვერავითარი უარყოფითი ძალა ვერ სძლევს საქართველოს სიყვარულსა და სიხარულს. საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე, ეს ჩვენი ბედია, ეს ჩვენი ჯილდოა. ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი. დალოცვილი იყავით. გაიხარეთ.”
აღნიშნული განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქადაგებისას გააკეთა.
მისი თქმით, როცა პატრიარქად აკურთხეს, იმ პერიოდში ხუთი-ექვსი ადამიანი მიდიოდა სიონის ტაძარში.
პატრიარქმა ასევე განაცხადა, რომ დღეს მოხდება თბილისის ქუჩების ხატის თანხლებით შემოვლა და იშხურება ნაკურთხი წყალი, რაც „განამტკიცებს ქალაქს“.