ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პოლიტიკა რომ ჩარეული იყო მაგაში ჩანდა, ხომ არ მოგატყუებთ ახლა..” – მეუფე იაკობი უგულავა ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, უგულავა ოქრუაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ უგულავას და ოქრუაშვილს უშუალოდ პოლიტპატიმრებად არ თვლიდა, თუმცა, მისი აზრით პოლიტიკა რომ ჩარეული იყო ეს ჩანდა.

ეპისკოპოსის თქმით, უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, საპატიმროს გიორგი რურუაც დატოვეს.

„უშუალოდ პოლიტპატიმრებად არ ვთვლიდი (უგულავას და ოქრიაშვილს), მაგრამ პოლიტიკა რომ ჩარეული იყო მაგაში ჩანდა, ხომ არ მოგატყუებთ ახლა. თუნდაც, ტელევიზია ავიღოთ, “მთავარი” ავიღოთ, რურუა არც ვიცოდი ტელევიზიის მეწილე რომ ყოფილა. მე პირადად, რასაც ვფიქრობ, ტელევიზიის გამო მოხვდა ციხეში. მაგი მასეა. ჩემთვის, ჯვარი მწერია, უგულავა და ოქრუაშვილი მისაბაძები არ არიან, ბევრი ვიცი და იმიტომ გეუბნებით.

რურუასაც გაუშვებენ, ტელევიზიაზე რომ მაგის მეპატრონეობა არ ყოფილყო, ვის სჭირდებოდა? აქამდე დაიჭერდნენ დაჭერა, რომ ნდომებოდათ. ვერ დაიჭერდნენ?“- აღნიშნა ეპისკოპოსმა.

მისივე თქმით, ამ პირების გათავისუფლების შემდეგ ხელისუფლებამ ამნისტია უნდა გამოაცხადოს.

“მივულოცე განთავისუფლება და ნებისმიერს მივულოცავ და სახლმწიფოს თუ თავის ხალხის სიყვარული აქვს, რადგან ეს მოხდა, მე ვფიქრობ, რომ დიდი ამნისტიაც უნდა გააკეთონ და ბევრი ადამიანი გამოუშვან ციხიდან. მაგენი რომ გამოუშვან შეიძლება ამერიკელებისთვის ბევრი პოლიტიკური დევნილი იყოს, ან რუსებისთვის, ან ევროპელებისთვის, მაგრამ რისთვის არის და რისთვის იძახიან ისინი, რომ პოლიტიკური დევნილები არიან – შეიძლება, ხელისუფლების რაღაც არ მოსწონთ და თუნდაც მაგათ გამო აღიარებენ პოლიტიკურ დევნილად“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

იტვირთბა....