საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულია 695 ადამიანი.
ასევე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. ვირუსი კიდევ 6 პაციენტმა დაამარცხა. სულ განიკურნა 425.
კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 3 822 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 360. დღევანდელი მონაცემებით, გარდაცვლილია 12 პაციენტი.