ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურქეთი 20 მაისიდან, ქვეყანაში სამკურნალოდ შესული პაციენტებისთვის პანდეემის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის

თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა, საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო 20 მაისიდან, ქვეყანაში სამკურნალოდ შესული პაციენტებისთვის პანდეემის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის. როგორც ელჩი აცხადებს, შეზღუდვის მოხსნა შეეხება 31 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს.

„თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა შესაბამისი რეგულაციები ქვეყანაში შემოსასვლელად, საავადმყოფოში მისაღებად, სამკურნალოდ და იზოლააციის უზრუნველსაყოფად. ასევე თურქეთის ჯანდაცვის უწყება განსაზღვრავს სამკურნალოდ შემოსულ ადამიანთან ერთად თანმხლები პირების მიმართ დადგენილ რეგულაციებს/ნორმებს“, – წერს ელჩი.

იტვირთბა....