“ყველა სხდომაზე შევეცდებით, რომ მივაღწიოთ გიორგი რურუას უსამართლო პატიმრობის დასრულებას, მათ შორის, 18 მაისს გასამართ სასამართლო სხდომაზე ვიშუამდგომლებთ და მოვითხოვთ გიორგის გათავისუფლებას, რადგან არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ იგი იყოს პატიმრობაში. თუკი საუბარია დანაშაულზე, გიორგი აქეთ არის დანაშაულის მსხვერპლი, კერძოდ, მას ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს პოლიციელებმა”
დიტო საძაგლიშვილი, გიორგი რურუას ადვოკატი
“მთავარი არხი”
შეგახსენებთ, 15 მაისს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკრეტი გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მალე “მთავარი არხის” დამფუძნებელი, გიორგი რურუაც გათავისუფლდება.