ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბოლნისში დღემდე გვაქვს შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება” – პაატა იმნაძე

“ბოლნისის მუნიციპალიტეტის სახით, ჩვენ გვაქვს საქართველოში მაგალითი იმისა, თუ რა ხდება, როცა ადამიანების ნაწილს არ სჯერა, რომ კორონავირუსი არსებობს”, – ამის შესახხებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლნისი არის მუნიციპალიტეტი, სადაც დღემდე გვაქვს შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება.

„ესაა მუნიციპალიტეტი, სადაც დღემდე შემთხვევების საკმაოდ მნიშვნელოვანი მატება გვაქვს. ესაა მინიმოდელი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო საქართველოში, მოსახლეობის ერთ ნაწილს რომ არ დაეჯერებინა კორონავირუსის არსებობა. მართალია, პიკი გადავლახეთ, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. თუ ქვეყნის გახსნის დროს ყველას დაგვავიწყდება, რომ კორონა არ გამქრალა და ის ისევ ჩვენ გვერდითაა, სიტუაცია შეიცვლება. ახლა სახელმწიფო რეგუაციების დრო მცირდება და იწყება ჩვენი, ადამიანების პირადი პასუხისმგებლობის მატების დრო“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 677 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

იტვირთბა....