“მნიშვნელოვანია, ბოლომდე შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება, გათავისუფლდეს გიორგი რურუა და შემდეგ უკვე ოპოზიციაც გადავერთვებით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხებზე”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
აბესაძის თქმით, უცნაურია პრეზიდენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო რატომ იმართლეს თავს „ქართული ოცნების“ გუნდში.
„უცნაურია, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში მათ მოუწიათ, თუმცა მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ამ სიტუაციაში უნდა ყოფილიყო მიღებული და რომელსაც ელოდა როგორც ქართული საზოგადოება, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.
შესაბამისი იყო გამოხმაურებაც, როდესაც მიესალმნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე შესრულდეს შეთანხმება, გათავისუფლდეს გიორგი რურუა და შემდეგ უკვე ოპოზიციაც გადავერთვებით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხებზე. ცალსახად ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ხსნის შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური პროცესი აღდგეს და გაგრძელდეს“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
შეგახსენებთ, 15 მაისს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკრეტი გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.