ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჩვენ ვერ ვაკადრებდით პრეზიდენტს რაიმე მითითების მიცემას, ასეთი რამ აზრად არ გაგვივლია” – კობახიძე

“რა თქმა უნდა პრეზიდენტი არის გამიჯნული პოლიტიკური ხელისუფლებისგან და ეს ასეც უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენ ბუნებრივია, ვერ ვაკადრებდით პრეზიდენტს რაიმე მითითების მიცემას. ასეთი რამ აზრად არ გაგვივლია.“

ირაკლი კობახიძე – “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი

აღნიშნული განცხადება კობახიძემ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა დეკრეტი, რის მიხედვითაც შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.

იტვირთბა....