ახალი ამბები მთავარი ციტატა

“გვესმის, რომ კრიმინალების შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა..” – კობახიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

“გვესმის, რომ კრიმინალების შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა.. ისიც გვესმის, რომ ამ ორი კრიმინალის შეწყალებისას სალომე ზურაბიშვილის სავარაუდოდ კეთილშობილური მიზანი ამოძრაობდა. შესაძლოა, რომ მას რეალურად მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ქურდისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მოსურნე, რუსული სპეცსამსახურის აგენტის გათავისუფლება ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზაციას.”

ირაკლი კობახიძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი

აღნიშნული განცხადება კობიხიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა დეკრეტი, რის მიხედვითაც შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.

 

იტვირთბა....