aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ცუდი იქნება, თუ საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდა, თუმცა საგანგაშო არაფერია”- კალაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება, თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, თუმცა ამ შემთხვევაში არჩევნები ძველი მოდელით ჩატარდება.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით,  ამერიკის საელჩოს განცხადებაში ყველაფერი ცხადი და ნათელი იყო, რა მითითებაც ჰქონდათ მიცემული, ოპოზიცია უნდა მიხვდეს რაზე იყო საუბარი.

“ჩემს აზრს გეუბნებით, თუ ვერ მოხდა საარჩევნო სისტემის ცვლილება და ჩავარდა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება, თუმცა საგანგაშო არაფერი არ არის, მოგვიწევს არჩევნების იმ სისტემით ჩატარება, რასაც ათეული წლების განმავლობაში ვაკეთებდით. თუმცა ქვეყნისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის და ყველასთვის საუკეთესო იქნებოდა, რომ ცვლილება განხორციელებულიყო.

კალაძე საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკულ განცხადებებსაც ეხმიანება და აცხადებს, რომ არავის არ უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყნის იმიჯი დააზიანოს.

“უცხოელ პარტნიორებს რაც შეეხება, არავის არ უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო, დააზიანოს ქვეყნის იმიჯი, შეცდომაში შეიყვანოს და გაუგებრობაში ამყოფოს ჩვენი პარტნიორები. შესაბამისად, არ ვიცი ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, თუ როგორ იმოქმედებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეთანხმება, რომელიც შედგა მასში არ ყოფილა ერთი სიტყვაც კი ნახსენები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კონკრეტული ადამიანები უნდა იყვნენ გათავისუფლებულები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობის კამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შეთანხმება, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას გულისხმობს, ხელისუფლება არ ასრულებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ისინი კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებას არავის დაპირებიან.

ამ საკითხზე ოპოზიციურმა პარტიებმა მოლაპარაკებები განაახლეს. პარტიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებაც შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც პირობების შეუსრულებლობაზე მთლიან პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს აკისრებენ.

 

იტვირთბა....