“ის ცვლილებები, რაც დღეს მზადდება, არავითარ კავშირში არა არის არც „ქართული ოცნების“ დაპირებასთან და არც ხალხის მიერ მიღწეულ წარმატებასთან, ამიტომ ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს ჩემი მხარდაჭერა არ ექნება“ – აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
დავით ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება კორონავირუსის თემას ამოეფარა და ამით ეკონომიკური სირთულეების გადაფარვას ცდილობს.
მისი განმარტებით ხალხისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა სისტემით ჩატარდება არჩევნები
„ხალხს სჭირდება რადიკალური ცვლილებები, რასაც რეალურად ვერც კორონავირუსს ამოფარებული ხელისუფლება სთავაზობს და მოჩვენებითი წარმატებით, ეკონომიკური სიდუხჭირის და სირთულეების გადაფარვას ცდილობს. და მითუმეტეს, ვერც ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც იმის მაგივრად, რომ ახალი ეკონომიკური პროგრამის შემუშავებაზე იყვნენ ორიენტირებულნი, რაღაც გაურკვეველი არითმეტიკით არიან დაკავებული და მხოლოდ საკუთარი თავის დაბინავებაზე ზრუნავენ, თანაც „ოცნებასთან“ გარიგებით, რაც პრაქტიკულად უკვე ყველასთვის აშკარაა.“ -აცხადებს დავით ჭიჭინაძე.