პრემიერმიინისტრ გიორგი გახარია აცხადებს, რომ ის მზადაა, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ ყველა კითხვას პასუხი გასცეს.
როგორ პრემიერმა აღნიშნა, მას აქვს მზაობა, საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყნის მართვასთან დაკავშირებით დაგროვილ კითხვებს ნებისმიერი ფორმით უპასუხოს, მათ შორის, პარლამენტში.
“მე მესმის და მსმენია, რომ საზოგადოებაში დაგროვდა გარკვეული კითხვები, საინტერესო კითხვები და მათ შორის აბსოლუტურად ობიექტური კითხვები იმასთან დაკავშრებით, თუ როგორ მოქმედებდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში და ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად მინდა განვაცხადო მზაობა როგორც ჩემი პირადად, ასევე მთავრობის თითოეული წევრის, ნებისმიერი სახით, პარლამენტშიც მათ შორის”, – განაცხადა გახარიამ.
გახარიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართა, რომ როცა საკანონმდებლო ორგანო კონკრეტულ თარიღს გადაწყვეტს ,მთავრობა მივა და დეტალურად წარუდგენს ანგარიშს, როგორ მართავდა ქვეყანას საგანგებო მდგომარეობის პირობებში.
ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრი პარლამეტში არაერთხელ დაიბარეს, რათა პანდემიის პერიოდში მთავრობის მოქმედებების შესახებ დეტალური ანგარიში წარედგინა.