მთავარი ციტატა

“პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს პატიმრები და გამოუშვას”- ხელისუფლების წევრი 8 მარტის შეთანხმებაზე

“ჩვენ გვყავს ზეპარტიული, კონსტიტუციით ყოველ შემთხევაში, ზეპარტიული პრეზიდენტი. ამიტომ პრეზიდენტმა, ჩემი აზრია, უნდა შეიწყალოს ეს ხალხი და გამოუშვას. რატომ? მთავარი ამოცანაა, რომ 2020 წელს ჩვენ მივიღოთ ისეთი არჩევნები, რომ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ დასვას არავინ.”

კახა ოქრიაშვილი – “ქართული ოცნების” წევრი

ამის შესახებ კახა ოქრიაშვილმა TV პირველთან საუბრისას განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში საერთაშორისო პარტნიორები “ქართულ ოცნებას” 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებენ. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკური მოტივით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ელოდებიან. მათი თქმით, პირობების არშესრულება კი იმაზე მიანიშნებს, რრომ “ქართული ოცნება” უპასუხისმგებლო პარტნიორია. 

ამ საკითხზე მმართველ პარტიაში კრიტიკული განცხადებები კეთდება. ისინი დასავლელ პარტნიორებს ტყუილში დანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათ კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებას არ დაპირებიან. 

ამ საკითხზე ოპოზიციურმა პარტიებმა მოლაპარაკებები განაახლეს. პარტიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებაც შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც პირობების შეუსრულებლობაზე მთლიან პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს აკისრებენ.

 

იტვირთბა....